გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე შესვლისას ან ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით, გაიგეთ და ეთანხმებით ამ ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას. თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ პირობებს, გთხოვთ დახურეთ ეს გვერდი და ნუ შეხვალთ ან ისარგებლებთ ჩვენი ვებ- გვერდით.
1. წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა მოიცავს „g2g.ge და მის დაქვემდებარებში მყოფ ყველა ვებ გვერდს“ ვებ-გვერდთან (იგულისხმება „ვებ-გვერდი“, რომელიც განთავსებულია შემდეგ ვებ- მისამართზე: www.g2g.ge და მის დაქვემდებარებში მყოფ ყველა ვებ გვერდს) დაკავშირებულ ინფორმაციის დაცვის საკითხებს. ვებ-გვერდის პროვაიდერი, შპს “ჯი თუ ჯი გრუპ იმპორტ ჯორჯია“ (მოხსენიებულია როგორც „ჩვენ“), მიზნად ისახავს თქვენი ინფორმაციის დაცვას ონლიან სივრცეში. გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციის პოლიტიკას, რათა გაიგოთ, თუ რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან („მომხმარებელი“) და როგორ ვიყენებთ მას. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე support@g2g.ge. თუ მოხდება ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში ცვლილებები დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ინფორმაციის დაცვის გვერდზე და სხვა ისეთ ადგილებზე, რომლებიც ჩვენი აზრით უზრუნველყოფს თქვენს საქმის კურსში ყოფნას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ინფორმაციას შევაგროვებთ, როგორ გამოვიყენებთ და რა დროს გავამჟღავნებთ მას (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში). ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. ასე რომ, გთხოვთ, ხშირად შეამოწმოთ იგი. თუ მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ ამ დოკუმენტში, ჩვენ გაცნობებთ ამის შესახებ წინამდებარე დოკუმენტში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან ჩვენს მთავარ გვერდზე შესაბამისი შეტყობინების დადებით.
2. შესაგროვებელი ინფორმაციის სახეობა და მისი გამოყენება ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია. პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია. პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა, როდესაც თქვენ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით ერთვებით რაიმე აქტივობაში, როგორც მაგალითად, ანგარიშის გახსნა, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორებთან პროდუქტის ან მომსახურების შეკვეთა, ინფორმაციის გაგზავნა და/ან რაიმე ინფორმაციის განხილვის გვერდზე დადება, ჩვენს მიერ ან ჩვენი პარტნიორების მიერ დაფინანსებულ კონკურსებში მონაწილეობა, გამოკითხვებში მონაწილეობა, კომენტარის განთავსება, ჩვენთვის ან ჩვენი პარტნიორებისათვის საკუთარი აზრის გაზიარება, ჩვენს მომსახურებაზე ინფორმაციის მოთხოვნა, ჩვენთან სამსახურის დასაწყებად განცხადების გამოგზავნა, ვიდეოს დადება ან ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით მესამე მხარეთა მიერ წარმოდგენილი სპეციალური შეთავაზებებისათვის დარეგისტრირება (ერთობლივად მოიხსენიება როგორც „საიდენტიფიკაციო აქტივობები“). საიდენტიფიკაციო აქტივობაში ჩართვა თქვენთვის სავალდებულო არ არის. თუმცა, თუ თქვენ გადაწყვეტთ საიდენტიფიკაციო აქტივობაში ჩართვას, ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული პირადი ინფორმაციის წარმოდგენა, როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი და დაბადების თარიღი, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია თქვენს შესახებ რომლის შევსებაც ნებაყოფლობითია. როდესაც თქვენ უკვეთავთ პროდუქტებს ან მომსახურებას, ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ წარმოადგინოთ თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუტენტურობის კოდი ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებ-გვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის ( სს თიბისი ბანკი დასს საქართველოს ) უსაფრთხოების სერვერზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაციაზე. იმისდა მიხედვით, თუ რა სახის აქტივობაში ჩაერთვებით, ზოგიერთი ინფორმაციის წარმოდგენა იქნება სავალდებულო, ზოგიერთისა კი – ნებაყოფლობითი. თუ თქვენ არ წარადგენთ სავალდებულო ინფორმაციას იმ კონკრეტული აქტივობისათვის, თქვენ ვერ ჩაერთვებით ამ აქტივობაში.
3. უყიდეთ მეგობარს ან იყიდე მეგობრისათვის. თუ თქვენ გადაწყვეტთ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით ან იყიდოთ შეთავაზება მეგობრისათვის, ჩვენ მოგთხოვთ მეგობრის სახელსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს. ჩვენ ავტომატურად გავუგზავნით თქვენს მეგობარს ერთჯერად ელექტრონულ ფოსტას თქვენს მიერ მისთვის ნაყიდი საჩუქრით ან შევთავაზებთ მას ვებ-გვერდის ვიზიტს. „ g2g.ge და მის დაქვემდებარებში მყოფ ყველა ვებ გვერდს “ ინახავს თქვენს მეგობართან დაკავშირებულ ინფორმაციას ერთადერთი მიზნისათვის, რომ გააგზავნოს ზემოთ აღნიშნული ერთჯერადი ელექტრონული ფოსტა, გააგზავნოს საჩუქარი და თვალყური ადევნოს პროგრამის სათანადო ფუნქციონირებას. თქვენს მეგობარს შეუძლია ამ ინფორმაციის მონაცემთა ბაზიდან წაშლის მოთხოვნა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: support@ g2g.ge. ჩვენ ვიყენებთ პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას, რათა უზრუნველგყოთ თქვენ პროდუქტებითა და მომსახურებით, მოვახდინოთ კონკურსებისა ადმინისტრირება, გავზარდოთ ვებ-გვერდის ექსპლოატაცია, გავაუმჯობესოთ ჩვენი მარკეტინგული და სარეკლამო საქმიანობა, მოვახდინოთ ვებ-გვერდით სარგებლობის ანალიზი, გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებები ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი კომენტარები და მოსაზრებები იმისათვის, რომ გავუზიაროთ სხვებს ჩვენი მომსახურების შესახებ ინფორმაცია, ასევე გამოვაქვვეყნოთ თქვენი კომენტარი ჩვენს სარეკლამო მასალებში ან ჩვენს ვებ-გვერდზე. თქვენი კომენტარები შეიძლება შეიცავდეს პირად ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი სახელი. ამ შემთხვევაში, აღნიშნული კომენტარის საჯაროდ გამოქვეყნებამდე ჩვენ ავიღებთ თქვენგან ნებართვას, რომ თქვენი სახელი გამოქვეყნებულ იქნეს თქვენი კომენტარის გასწვრივ. ასევე, თუ თქვენ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს სხვისთვის ინფორმაციის ან პროდუქტის გასაგზავნად, ჩვენ შეიძლება შევინახოთ თქვენი პირადი ინფორმაცია. ჩვენ შეიძლება ასევე გამოვიყენოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის: ხარვეზის აღმოფხვრა, დავის გადაწყვეტა, ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება, თქვენთან დაკავშირება, ჩვენს შორის დადებული ხელშეკრულების (რაც მოიცავს ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის პირობებს და ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას) აღსრულება, შესაბამისი კანონმდებლობის დაცვა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა. არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია. არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არისინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას.
4. ჩვენ შეიძლება მივაწოდოთ თქვენი ინფორმაცია ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერს. ჩვენ წარმოგიდგენთ მომსახურებასა და პროდუქტებს მესამე მხარეების მეშვეობით. მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერები ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციებს ჩვენი სახელით. ასეთი ფუნქციები მოიცავს ჩვენი ადმინისტრაციული და სარეკლამო ელექტრონული ფოსტის გაგზავნასა და გავრცელებას. ჩვენ შეიძლება მივაწოდოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ამ პროვაიდერებს, რათა მათ შეასრულონ შეკვეთები, გაგზავნონ ამანათები, გაგზავნონ ელექტრონული და საფოსტო გზავნილები, მოახდინონ კონკურსებისა ადმინისტრირება, წაშალონ განმეორებადი ინფორმაცია მომხმარებელთა სიიდან, მოახდინონ მონაცემთა ბაზის ანალიზი, განახორციელონ მარკეტინგული დახმარება, განახორციელონ ძებნის შედეგები და ბმულები, უზრუნველყონ საკრედიტო ბარათით გადახდები, მართონ ვებ-გვერდი, აღმოფხვრან ხარვეზები და განახორციელონ მომხმარებელთა მომსხურება. ჩვენ შეიძლება