ყველა კატეგორია

წესები და პირობები

ვებ-გვერდი  http://www.g2g.ge 


 მმართველი კომპანია, შპს "g2g grup".

"მომხმარებელი"- ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს საიტის მომსახურებით, ანთავსებს განცხადებას, ან ეძებს სასურველ პროდუქციას/მომსახურებას.
"განცხადება"- ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის/მომსახურების შესახებ.
1. ხელშეკრულების ძირითადი პირობები.
1.1 ვებ გვერდი არ არის არცერთი გარიგების ორგანიზატორი, თანამონაწილე, გამყიდველი ან მყიდველი. საიტი არის შუამავალი, რომელიც ეხმარება გამყიდველს და მყიდველს დაუკავშირდნენ ერთმანეთს მარტივი და მოსახერხებელი გზით.
1.2 ვებ გვერდი უზრუნველყოფს განცხადებების განთავსებას ზუსტად შესაბამის განყოფილებაში გადამოწმებული ინფორმაციის, რაც მომხმარებელს ეხმარება პროდუქციის/მომსახურების ადვილად მოძიებაში
1.3 ვებ გვერდი არ ეკუთვნის საიტზე განთავსებული არცერთი პროდუქცია/მომსახურება და არფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას მათ რეალურ მდგომარეობაზე/წარმომავლობაზე
1.4 განცხადებაში მითითებული პროდუქციის/მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოება, კანონიერება და აღწერასთან შესაბამისობა არ კონტროლირდება ვებ გვერდის მიერს
1.5 საიტზ ეგანთასებული ინფორმაცია ემსახურება მომხმარებლის პროდუქციის/მომსახურების რეალიზაციას და კონტაქტის დამყარებას სხვა მომხმარებელთან.
1.6 ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი საიტზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
1.7 საიტზე ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა.
1.8 გამომდინარე საიტის წესებიდან მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს დაკავშირებულს მის ინფორმაციის გავრცელებასთან.
1.9 საიტზე განთავსებული ნფორმაციას არ აქვს იურიდიული ძალა, მომხმარებელი ვალდებულია ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე.

1.10 მომხმარებელი უნდა გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. საიტი  უფლებამოსილია, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილება და დამატება წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ამასთანავე, მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობა/სარგებლობა ავტომატურად ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე.
2. განცხადების განთავსება
2.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს განცხადება ადმინისტრაციის დასტურის გარეშე ან  რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
2.2 საიტზე განცხადების განთავსებისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია და დაეთანხმოთ www.g2g.ge  საიტით სარგებლობის წესებს.
2.3 საიტზე განცხადების დამატების უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა 18 წლამდე ფიზიკური პირებისა.
2.4 მომხმარებელი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის/მომსახურების და შეთანხმების პირობების შესახებ. ამასთან, განცხადებაზე ატვირთული ფოტოები უნდა იყოს მხოლოდ სარეალიზაციო პროდუქტის, ან მომსახურების შინაარსის ამსახველი. აკრძალულია განცხადებაში სარეალიზაციო პროდუქტის ან მომსახურების შინაარსის ამსახველი ფოტოსაგან განსხვავებული ვიზუალის ატვირთვა მათშორის, ატვირთული ფაილი არ უნდა იყოს: კომპანიისლოგო, სხვანივთის ამსახველი ფოტო, ტელეფონის ნომრის, პროდუქტის ღირებულების, შეთავაზებული მომსახურებისა თუ სხვა სახის გარეშე ინფორმაციის შემცველი.
2.5 განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს განცხადებაში მითითებული პროდუქციის/მომსახურების რეალიზაციის უფლება.
2.6 ამათგან არცერთი განცხადება არ უნდა, აკრძალულია ზოგადი ტიპის განცხადების განთავსება, გაყიდვების კატეგორიაში. კრძალულია განცხადებაში  ტეგების გამოყენება(ტეგების გამოყენებისას დაიბლოკება ყველა განცხადება და მომხმარებლის პროფილი და IP მისამართი).
2.7 მომხმარებელს შეუძლია განათავსოს განცხადება პროდუქციის (ახალი/მეორადი) თუ მომსახურების შესახებ. აღნიშნული პროდუქცია/მომსახურება აუცილებლად უნდ ამიეკუთვნებოდეს www.g2g.ge საიტზე არსებულ შესაბამის კატეგორიებს 
2.8 განცხადება არ უნდა იყოს
2.8.1 მცდარი, არა ზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.
2.8.2 ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს, ან ნდობით ბოროტად სარგებლობას.
2.8.3 შეიცავდეს ინფორმაციას მოპარული, ან ყალბი პროდუქციის ყიდვა-გაყივდის შესახებ.
2.8.4 ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის პირად უფლებებს.
2.8.5 შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.
2.8.6 შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას.
2.8.7 შეიცავდეს მუქარას ვინმე გარე პირის მიმართ.
2.8.8 მოუწოდებდეს კრიმანალური ქმედებისაკენ.
2.8.9 უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს.
2.8.10 შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს.
2.8.11 შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას განცხადების ობიეტისგან განსხვავებული ქონების, ნივთისა თუ მომსახურების, ან კომპანიის შესახებ.
2.8.12 არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას.

2.8.13. იყოს გარეული ცხოველების რეალიზაციის შესახებ შინაარსის. გარეული ცხოველების გარემოდან უკანონოდამოღება, მათი დატყვევება და მათი დერივატებით ვაჭრობა ისჯება ადმინისტრაციულ სამმართალ დარღვევათა კოდექსის 85 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და ითვალისწინებს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით და ცხოველის ან მისი დერივატის კონფისკაციით!
2.9 მომხმარებელს არ შეუძლია გამოიტანოს დასკვნა გარიგების ლეგალურობის შესახებ, გამომდინარე იმ ფაქტებიდან, რომ პროდუქცია/მომსახურება განთავსებლია საიტზე.

2.10 საიტზე მომხმარებლის პროფილის ან/და განცხადების დაბლოკვის ან სხვა შემზღუდავი ხასიათის ზომების მიღების შემთხვევაში, განცხადების ატვირთვაზე გაღებული ფინანსური ხარჯები რჩება საიტის სასარგებლოდ და არ არის ანაზრაურებადი მომხმარებლისადმი

2.11 საიტზე განცხადების დამატების შედეგად სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ასევე განცხადების წაშლის ან/და მომხმარებლის პროფილის გაუქმების შემთხვევაში, ფასიანი სერვისის თანხა არ უბრუნდება მომხმარებელს და ასევე არ ხდება გამოუყენებელი ფასიანი სერვისის გადატანა სხვა განცხადებაზე ან არსებული შეძენილი ვადის გადატანა სხვა განცხადებაზე ან განმცხადებელზე.
3. მმართველი კომპანიის უფლებები და მოვალეობები
3.1 მმართველი კომპანია არ არის არცერთი შეთანხმების თანამონაწილე და არ არის პასუხის მგებელი არცერთი მომხმარებლის ქმედებაზე. ყველა მოლაპარაკება დგება უშუალოდ მომხმარებლებს შორის.
3.2 მმართველი კომპანია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებულ ინფორმაციის სიზუსტეზე.
3.4 მმართველი კომპანია ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ განცხადების განმთავსებელი პირის საიტზე მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს.
3.5 ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება განთავსებული საიტზე საიტის წესების დარღვევით წაიშლება და მომხმარებლის პროფილი, რომლითაც განათავსდა განცხადება დაიბლოკება და ბლოკი ხანგლძივობა განისაზღვრება ადმინისტრაციის მიერ.
3.6 საიტის წესების რომელიმე პუნქტის ორჯერ, ან მეტჯერ დარღვევის შემთხვევაში ვაიტის ადმინისტრაციას აქვს უფლება დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი და ელ.ფოსტა.
3.7 საიტის ადმინისტრაციას უფლება აქვს დადებულ განცხადებას გაუწიოს მომხმარებლის მიერ მითითებული სახისგან განსხვავებული რეკლამირება.
3.8 საიტის ადმინისტრაცია უფლება მოსილია შეწყვიტოს ნებისმიერი განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერ დროს.
3.9 საიტის ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს განცხადების დაკარგვაზე ან მის დაზიანებაზე გარემო პირობებიდან გამომდინარე გამოწვეულ განცხადების დაზიანებაზე
3.10 საიტი არ იძლევა გარანტიას საიტის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე.
3.11 საიტზე დიდი რაოდენობის განცხადებების განთავსების მიზნით, რამოდენიმე მომხმარებლის რეგისტრაციის შემთხვევაში საიტის ადმინისტრაცია უფლება მოსილია დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი.
3.12 შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში საიტის ადმინისტრაცია უფლება მოსილია დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი.
3.13 საიტის ადმინისტრაციას შეუძლია შეცვალოს ეს შეთანხმება ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე. შეთანხმების ცვლილებები ასახული იქნება‘საიტის მოხმარების წესების’განყოფილებაში.
4. მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები
4.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება გადასცეს თავისი მომხმარებლის სახელი და პაროლი მესამე პირს
4.2 პირადი მონაცემების გავრცელების შესახებ ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია სასწრაფოდ შეცვალოს ისინი.
4.3 მომხმარებელს ეკრძალება საიტზე საიტის წესების რომელიმე პუნქტისგან დამრღვევი განცხადების განთავსება.
4.4 მომხმარებელს ეკრძალება განცხადებაში ნებისმიერი სახის რეკლამირება (განსხვავებული განცხადების ობიექტისაგან), ან სხვა საიტის ბმულის მითითება.
4.5 მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საიტის წესების შესაბამისად და აგოს პასუხ იმის მიერ საიტზე განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობით.
4.6 თუ მომხმარებელს უჩნდება რაიმე სახის პრეტენზია ან გაუგებრობა სხვა მომხმარებლის მიმართ, იგი წარადგენს თავის პრეტენზიებს უშუალოდ მომხმარებელთან, რომლის მიმართაც აქვს პრეტენზია, საიტის ადმინისტრაციისგან  დამოუკიდებლად. იგი ათავისუფლებს საიტს (ასევე მის ნებისმიერ თანამშრომელს) ყოველგვარი მოთხოვნებისგან. მათშორის: ზარალის კომპენსაციისგან, ხარჯების ანაზღაურებისგან და ნებისმიერი დანახარჯის ანაზღაურებისგან დაკავშირებული საიტის მეშვეობით შემდგარ შეთანხმებასთან.
4.7 საიტის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ყოველგვარი გარანტიის გარეშე, და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.8 მომხმარებელი იღებს სრულ პასუხის მგებლობას საიტზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ, საიტი მას აძლევს საშუალებას მიაწოდოს ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს.
4.9 მომხმარებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია/მომსახურეობა სრულ შესაბამისობაშია„პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო ნორმებთან მიმართებაში.
4.10 მომხმარებელი ასევე აცხადებს და ადასტურებს, რომ მის მიერ განსათავსებელ პროდუქციაზე/მომსახურეობაზე მიწოდებული ინფორმაციითა და სარეკლამო მასალიდან/და მისი შექმნით არ დაირღვევა მესამე პირების საავტორო უფლება.
4.11 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომხმარებელი ადასტურებს, რომ მოთხოვნის თანავე დაუყოვნებლივ გააუქმებს შესაბამის განაცხადებას ან/და არ ექნება პრეტენზია www.g2g.ge-ს მიერ ამგვარი განცხადების გაუქმების თაობაზე, თუ გამოვლინდა შეუსაბამობა მომხამრებლის მიერ განცხადებულ გარანტიებსადამი.
4.12 მომხმარებელი ასევე თანახმაა, სრულად აანაზღაუროს წინამდებარე განცხადებების შეუსაბამობის შედეგად "www.g2g.ge"-სათვის მიყენებული ზიანი და დაკისრებული ჯარიმები.
4.13 მომხმარებელი უფლება მოსილია მიმართოს საიტის ადმინისტრაციას წერილობითი სახით და მოითხოვოს მის მიერ გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება იმ შემტხვევასი თუ სერვისის მიწოდება ვერ ხორციელდება www.g2g.ge ს მიერ.
4.14 მომხმარებელი ვალდებულია გაითვალისწინოს, რომ თუ პირად ბალანსზე თანხის ჩარიცხვიდან/შეტანიდან უკანასკნელი 24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში არ განხორციელდა მისი გამოყენება, საიტის ადმნისტრაცია უფლება მოსილია, გაანულოს მომხმარებლის ბალანსზე არსებული ნაშთი იმგვარად, რომ ჩამოჭრილი თანხა ჩაითვლება პირგასამტეხლოდ.
5.რეგისტრაციის წესები:
5.1 მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები, საკონტაქტო ნომერი, ელექტონული ფოსტის მისამართი, სქესი, მდებარეობა და დაბადების წელი.
5.2 რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.
5.3 მომხმარებლის სახელი და პაროლი უნდა იყოს მის მფლობელობაში არსებული აქტიური ელ. ფოსტის მისამართი, იგიშ ეიძლებაშ ეიცავდეს ლათინურ სიმბოლოებს (A-Z), ციფრებს (0-9) დასიმბოლოებს.
5.4 აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.
 

კატეგორიები