ჩვენი სერვისები

ყველაფერი თქვენი და თქვენი ბიზნესის საჭიროებებისთვის

შეკვეთები
შეკვეთები (0)

SEO ოპტიმიზაცია

კატეგორია:
სერვისები
SKU:
G2G770015
ფასი:
180.00 GEL
{{variant.name}}:
{{opt.name}}
{{opt.value ? '' : opt.name}}
{{opt.value ? '' : opt.name}}
აღწერა

SEO ოპტიმიზაცია

 

ყოველი ერთი წუთის განმავლობაში, მხოლოდ Google-ის საძიებო სისტემაში, დაახლოებით, 3.8 მილიონი ძიება ხორციელდება. დიახ, საძიებო სისტემების გამოყენებით, ყოველ წუთში მილიონობით ადამიანი ეძებს კითხვებზე პასუხს,  სასურველ პროდუქტს, სხვადასხვა ტიპის სერვისებს, უამრავ რამეს. მაშასადამე, გუგლმა ყველაფერი იცის. იცის, რამდენი რამ გვაინტერესებს ადამიანებს ყოველდღიურად და რა სწრაფად გვჭირდება ამ კითხვებზე ადეკვატური და ზუსტი პასუხები. შესაბამისად, საძიებო სისტემა გუგლი ძალიან უფრთხილდება „მაძიებლებს“, პატივს სცემს მათ დროს და მთელ ალგორითმს მათი კომფორტული გამოცდილებისკენ მიმართავს.

 

მაძიებელთა აბსოლუტური უმრავლესობა  დასმულ შეკითხვაზე პასუხს ძიების შედეგების პირველსავე გვერდზე ათვალიერებს და ძალიან იშვიათად თუ გადადის მეორე და მომდევნო გვერდებზე. მეტსაც გეტყვით, ძიებისას მომხმარებელთა 25%-ზე მეტი საძიებო სისტემაში გამოტანილი პირველივე ბმულით, პირველივე რეზულტატით ინტერესდება და დანარჩენ შედეგებს აღარ ნახულობს. მიზეზი მარტივია, საძიებო სისტემები ცდილობენ, მომხმარებლებს ძებნაში  მინიმალური დრო და ძალისხმევა დახარჯვინონ და დასმულ შეკითხვაზე სრულყოფილი პასუხი პირველსავე გვერდზე შესთავაზონ.

 

რის მიხედვით ადგენს საძიებო სისტემის ალგორითმი, თუ რომელი ვებგვერდი უნდა გამოიტანოს კონკრეტულ საძიებო სიტყვაზე პირველ, მეორე ან მესამე ადგილას?

 

ალგორითმი ე.წ. Crawler-ების მეშვეობით ამოწმებს ვებ-გვერდს, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით განსაზღვრავს, აკმაყოფილებს თუ არა ვებგვერდის ოპტიმიზირების დონე ამ კრიტერიუმებს, რამდენად სჯობს აღნიშნული გვერდი კონკურენტ ვებგვერდებს და შემდგომ უკვე, ამ მონაცემების ანალიზის შედეგად,ანიჭებს ვებგვერდს ადგილს საძიებო სისტემებში.

 

საძიებო სისტემის ალგორითმისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვებგვერდი:

  • იტვირთებოდეს სწრაფად;
  • მორგებული იყოს სხვადასხვა მოწყობილობაზე;
  • სტრუქტურა იყოს გამართული;
  • მომხმარებელთა ნავიგაცია იყოს მარტივი და ინტუიტიური;
  • არ ჰქონდეს ტექნიკური ხარვეზები;
  • და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვებგვერდზე განთავსებული ტექსტური თუ მულტიმედიური ქონთენთი უნდა იყოს უნიკალური, ხარისხიანი, მომხმარებელს აწვდიდეს სასარგებლო და მათთვის რელევანტურ ინფორმაციას.