კალათა (0)

მიწოდება

 

შესავალი

ჩვენი წესები და პირობები ვრცელდება ყველა იმ შეკვეთასა და მიწოდებაზე, რომელიც განხორციელდება შპს ჯი თი ჯი გრუპ იმორტ ჯორჯია-სა და მყიდველს შორის საიტზე g2g.ge..

 

შეკვეთის მიწოდება

  • თუ მყიდველი შპს ჯი თი ჯი გრუპ იმორტ ჯორჯია-ს მომსახურების საშუალებით ითხოვს შეკვეთის მიწოდებას, შეკვეთა მიწოდებული იქნება იმ მისამართზე, რომელიც მითითებულია მყიდველის მიერ g2g.ge-ის ვებ-გვერდზე მომსახურებაში.

  • მყიდველი ვალდებულია შეეძლოს ზარების მიღება იმ ტელეფონის ნომერზე, რომელიც მან მიუთითა g2g.ge-ის მომსახურებით სარგებლობაში. თუ მყიდველის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ვერ მოხდება დაკავშირება, მიწოდება შეიძლება გაუქმდეს g2g.ge-ის მიერ და მყიდველს შესაძლოა დაეკისროს მიწოდების სრული ღირებულების გადახდა.

  • მყიდველს შეუძლია მიუთითოს, რომ შეკვეთის მიწოდება მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად (მიწოდების სტანდარტული მეთოდი) ან წინასწარ შეუკვეთოს და მიუთითოს მიწოდების კონკრეტული დრო.

  • მიწოდების სტანდარტული მეთოდი: მყიდველი ვალდებულია იმყოფებოდეს შეკვეთაში მითითებულ მიწოდების მისამართზე. თუ მყიდველი არ იმყოფება მის მიერ მითითებულ ადგილზე შეკვეთილი პროდუქციის მიწოდებისას და მყიდველთან დაკავშირება ვერ ხერხდება მიმწოდებელი კურიერის მიერ დაკავშირების მცდელობის შემდეგ, მიწოდება შეიძლება გაუქმდეს g2g.ge-ის მიერ და მყიდველს შეიძლება დაეკისროს შეკვეთის მიწოდების სრული ღირებულების გადახდა.

  • წინასწარი შეკვეთის მიწოდება: იმისათვის, რომ მიიღოს შეკვეთა, მყიდველი უნდა იმყოფებოდეს მითითებულ მისამართზე დროის მონაკვეთში, რომელიც იწყება წინასწარი შეკვეთის მიწოდების დრომდე ათი წუთით ადრე და მთავრდება მიწოდების მომენტში.

 

მიწოდების არეალი

შეძენილი პროდუქციის მიწოდების არეალი განსაზღვრულია ვებ-გვერდ g2g.ge-ზე, რომელიც შეიძლება არ დაემთხვეს მყიდველს საცხოვრებელ ადგილის.

მიწოდების არეალი შეიძლება ნებისმიერ დროს დაექვემდებაროს ცვლილებას. მყიდველი ყოველი შეძენის დროს ვალდებულია შეამოწმოს მიწოდების არეალი და მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვოს პროდუქციის მიწოდება.

 

მიწოდების დრო

შეძენილი პროდუქციის მიწოდების განხორციელების ან ნებისმიერი სხვა დრო, რომელიც ეცნობება მყიდველს g2g.ge-ის საშუალებით არის მხოლოდ სავარაუდო დრო. არ არსებობს გარანტია იმისა, რომ შეკვეთა მიწოდებული იქნება განსაზღვრულ დროს. პროდუქციის მიწოდების დროზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა საგზაო საცობები, პიკის საათები და ამინდი.

მიწოდება შეიძლება განხორციელდეს g2g.ge-ის მიერ დადგენილ დროის მონაკვეთში.

 

მიწოდების საფასური

შეძენილი პროდუქციის საფასური განსაზღვრულია ვებ-გვერდ g2g.ge-ზე.

მიწოდების საფასური შეიძლება ნებისმიერ დროს დაექვემდებაროს ცვლილებას. მყიდველი ყოველი შეძენის დროს ვალდებულია შეამოწმოს მიწოდების საფასური და მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვოს პროდუქციის მიწოდება.

 

მიწოდების შეკვეთის გაუქმება

მიწოდების შეკვეთა მოხმარებელს შეუძლია გააუქმოს მანამ, ვიდრე კურიერის მიერ მოხდება შეკვეთის აღება.

 

კურიერის მიერ შეკვეთის აღებამდე შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში მომხმარებელს დაუბრუნდება მიწოდების მომსახურების ღირებულება.

 

სხვა შემთხვევაში შეძენილი პროდუქციის უკან დაბრუნების საფუძვლები და წესები გთხოვთ იხილოთ ვებ-გვერდ g2g.ge-ზე განთავსებულ დაბრუნების პოლიტიკაში.

 

დაბრუნების პოლიტიკა

 

 

ნივთის უკან დაბრუნების პოლიტიკა

  • მომხმარებელი უფლებამოსილია უკან დააბრუნოს  g2g.ge ზე შეძენილი ნივთი პროდუქციის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ შემთხვევაში:

  1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას;

  2. პროდუქტი მიწოდებულია დაზიანებულ მდგომარეობაში;

  3. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;

  4. გასულია პროდუქტის მოხმარების ვადა;

  • პროდუქტის უკან დაბრუნების შემთხვევაში, ჩვენ, მომხმარებლის არჩევანის შესაბამისად, წუნდებული პროდუქტის ნაცვლად მივაწვდით ახალ პროდუქტს, ან დავაბრუნებთ პროდუქტში გადახდილ თანხის ოდენობას, დაბრუნების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან არაუგვიანეს 14 სამუშაო დღის ვადაში;

  •  g2g.ge უფლებას იტოვებს უარი თქვას პროდუქტში გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე იმ შემთხვევაში თუ:

  1. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამოგზავნილია პროდუქტის მიღებიდან 3 დღის შემდგომ;

  2. პროდუქტი გახსნილი და გამოყენებულია;

  3. იკვეთება მომხმარებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედება.

  • უკან დაბრუნების მოთხოვნა მომხმარებელმა უნდა გამოაგზავნოს ელ-ფოსტის მეშვეობით info@g2g.ge  ამასთანავე, მოთხოვნა უნდა მოიცავდეს:

  1. შეკვეთის ნომერს;

  2. შეკვეთის თარიღს;

  3. შეკვეთის მიღების თარიღს;

  4. დაბრუნების მიზეზს.

  • ჩვენი მხრიდან შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას დასაბრუნებელი პროდუქტის სურათის ელექტრონულად გამოგზავნა.